არ გამოვრიცხავ, რომ მიშას ბიძინა აფინანსებდეს – ოპოზიცია წასაგებად ემზადება – იაგო ხვიჩია

485
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ოპოზიციას რომ ვაკვირდები, მრჩება შთაბეჭდილება, არჩევნების მოგება არ უნდათ, არ გამოვრიცხავ, ვინმე გასამარჯვებლად კი არა, შედეგების გასაპროტესტებლად ემზადებოდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„რასაც ოპოზიციის მოქმედებებს ვაკვირდები, შთაბეჭდილება მრჩება, რომ არჩევნების მოგება არ უნდათ. საარჩევნო ბანერებზე ორი ნომრის მიწერაც მგონი ამის გაგრძელებაა. არ გამოვრიცხავ, ვინმე არჩევნებში გასამარჯვებლად კი არა, არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ემზადებოდეს, ისევე, როგორც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმებული თამაში იყოს და მიშას ბიძინა აფინანსებდეს“, – აღნიშნავს ხვიჩია.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება