თეა წულუკიანი – იუნესკო-ს დასკვნა ამბობს, რომ 2020 წელს მოწყობილი დროებითი სახურავი დღეს წყლისგან იცავს გელათს, მაგრამ ყოველივე არის მაინც უმძიმესი, დრო არის ძალიან ცოტა

381
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

კულტურის სამინისტროში ჩამოგვივიდა უკვე იუნესკო-ს ორი დასკვნა, ორივე დასკვნა არის ძალიან მოცულობითი და სიღრმისეული. კითხვა ისმის, შევთანხმდით თუ არა რაიმე ტიპის გამოსავალზე, გამოიკვეთა გამოსავლების პირველი კონტურები, კერძოდ ის, რომ ჩვენ უკვე ვიწყებთ შექმნას საპროექტო გუნდისა, ვინც იუნესკო-ს ექსპერტების დასკვნების შესაბამისად ხარვეზების აღმოფხვრის პროექტი უნდა შეიმუშავოს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გელათთან დაკავშირებით იუნესკო-ს დადგენილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ასევე იწყება მუშაობა იმაზე, თუ ვინ იქნებიან უკვე შემუშავებული პროექტის განმახორციელებლები

„იუნესკო-ს ექსპერტები გელათში იმყოფებოდნენ, ერთი ჯგუფი ექსპერტიზას უტარებდა კედლის მხატვრობის დაზიანებებს და მეორე იკვლევდა სახურავის მოწყობის პროცესში დაშვებულ უმძიმეს შეცდომებსა და ხარვეზებს. ეს ორივე დასკვნა ჩვენ გუშინ გავასაჯაროვეთ და განვიხილეთ პროფესიონალების მონაწილეობით სხდომაზე. ეს სხდომა რომ ძალიან მოკლედ შევაფასო და შევაჯამო, ვიტყოდი შემდეგს, რომ ამ სხდომის ყველა მონაწილე ვცდილობდით, რომ ჩვენ-ჩვენი ვალდებულებები გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე შეგვესრულებინა მეტნაკლებად წარმატებით. ვგულისხმობ იმას, რომ ჩემი, როგორც კულტურის მინისტრის და ხელმძღვანელის ფუნქცია და ვალდებულებაა, ყველა პროფესიონალს, რაც არ უნდა მათ სხვადასხვაგვარი მოსაზრება და პოზიცია ჰქონდეს, მივცე ამ აზრის გამოხატვის საშუალება, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, თუმცა ეს პროცესი დაუსრულებლად ვეღარ გაგრძელდება, რადგან გელათის ინტერესია, გელათიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის ინტერესი არის უზენაესი. ასევე, ყველა პროფესიონალი, ვინც ესწრებოდა ამ სხდომას ცდილობდა, რომ თავისი ვალდებულება შეესრულებინა ქვეყნის წინაშე და ეთქვა ის, რას ფიქრობს და რა უნდა იყოს გამოსავალი“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის განცხადებით, ვიდრე ცუდი ამინდები დაიწყება, ფერწერაზე სასწრაფოდ იქნება პირველი გასამაგრებელი პრევენციული სამუშაოები ჩასატარებელი.

„კითხვა ისმის, შევთანხმდით თუ არა რაიმე ტიპის გამოსავალზე, გამოიკვეთა გამოსავლების პირველი კონტურები, კერძოდ ის, რომ ჩვენ უკვე ვიწყებთ შექმნას საპროექტო გუნდისა, ვინც იუნესკო-ს ექსპერტების დასკვნების შესაბამისად ხარვეზების აღმოფხვრის პროექტი უნდა შეიმუშავოს და ვიწყებთ ასევე მუშაობას, რომ ზუსტად ვიცოდეთ, ვინ იქნებიან განმახორციელებლები უკვე შემუშავებული პროექტის. დრო არის ძალიან ცოტა, შესაბამისად ჩვენ, რა თქმა უნდა ამ პროფესიულ დისკუსიებს კვლავაც გავაგრძელებთ, მაგრამ იმდენად რამდენადაც დრო და გელათის ინტერესი ამის საშუალებას მოგვცემს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უკვე შემოდგომაზე, ვიდრე ცუდი ამინდები დაიწყება, სასწრაფოდ იქნება პირველი გასამაგრებელი პრევენციული სამუშაოები ფერწერაზე ჩასატარებელი. ვართ შერჩევის პროცესში იმ კვალიფიციური პერსონალისა, ვინც შესაბამისი პროექტის მიხედვით ამას განახორციელებს და რა თქმა უნდა ვფიქრობთ იმაზეც, რომ როგორც სახურავის, ისევე ფერწერის ნაწილში ჩვენ გვყავდეს საზედამხედველო ჯგუფი, რომელიც მანამდე არ არსებულა, ვინც გააკონტროლებს სათანადოდ შესრულებულ სამუშაოს. მე პირადად ვფიქრობ, რომ შემსრულებელი გუნდები შეიძლება იყოს წმინდად ქართველი პროფესიონალები დაკომპლექტებული, მაგრამ ზედამხედველი ჯგუფი შეიძლება იყოს შერეული ანუ ქართულ-უცხოური. თუმცა, ეს პოზიცია შეიძლება ვინმეს მიერ არ იყოს გაზიარებული, მავანი ფიქრობდეს, რომ პირიქით, სჯობს ქართველების მაგივრად უცხოელებმა აკეთონ გელათში საქმე, მაგრამ დისკუსია კიდევ წინ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გელათს აღარ აქვს დრო, ის 2008 წლიდან, 2020 წლის ჩათვლით სერიოზულად არის დაზიანებული. იუნესკო-ს დასკვნა ამბობს, რომ 2020 წელს მოწყობილი დროებითი სახურავი დღეს წყლისგან იცავს გელათს, მაგრამ ყოველივე არის მაინც უმძიმესი, ამიტომ დრო არის შესაბამისად ძალიან ცოტა“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება