Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე თავისუფალია

მარშალ პრესი 24/08/2022
სუსი - განცხადება

სუს-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე ფრენკ იანეზი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად იყენებდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმს, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებულ სხვა ინსტრუმენტებს.

ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონოდ დაკავებული პირების გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის, ისე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

Post navigation

Previous: ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, ამიტომ დამშვიდდნენ ჩვენი ოპონენტები, ჩრდილს შეაფარონ თავი, გამაგრილებელი სასმელები მიირთვან და დატკბნენ ცხოვრებით
Next: ომისა და ღალატის პარტია კიდევ ერთხელ შეეცადა პროვოკაციის მოწყობას – ტიტე აროშიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.