პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს! დამოუკიდებლობის გამოწრთობა და დაცვა ხდებოდა უკრაინისა და მისი ხალხის სიმამაცითა და გმირობით მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ უდიდეს პატივისცემას და მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის გზაზე. დიდება უკრაინას“ – წერს თალაკვაძე.
