Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რიგითი ნაცი აფხაზავა, როგორ ჰყავთ გაფეტიშებული სექტანტებს, არც იმას გამოვრიცხავ, რაიმე კომპრომატით აშანტაჟებდნენ – ლევან ნიკოლეიშვილი

მარშალ პრესი 24/08/2022
ლევან ნიკოლეიშვილი

„გაიხსენეთ, როგორ პოზიციონირებდნენ ნაცლიდერები, აქაოდა ქართველი პედაგოგები გვიჭერენ მხარს აფხაზავას ლიდერობითო. ვერაფერს იტყვი, კარგად იმუშავეს, მაგრამ მაინც ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში“ – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

„ძალიან ბევრი ადამიანი იუმორით და სიცილით შეხვდა ამ ეგრეთწოდებული პედაგოგის გაქანებული ნაცობის ამბავს, მაგრამ მე სულაც არ მეცინება ამ ამბავზე. თავისთავად ცხადია, აქამდეც ყველასათვის ცნობილი იყო მისი არაჯანსაღი პოლიტიკური ორიენტაციის თაობაზე, მაგრამ სულ სხვაა, როცა ფაქტით დადასტურდება.

ჰოდა ეს რიგითი ნაცი აფხაზავა, გაიხსენეთ როგორ ჰყავთ გაფეტიშებული სექტანტებს. მწყობრად დაულაგეს პროპაგანდა, ჯერ პედაგოგად გაასაღეს, რაღაც კონკურსი მოაგებინეს კიდეც და შემდეგ შემოიყვანეს ავანსცენაზე. ისიც კარგად გაიხსენეთ, როგორ პოზიციონირებდნენ ნაცლიდერები, აქაოდა ქართველი პედაგოგები გვიჭერენ მხარს აფხაზავას ლიდერობითო. ვერაფერს იტყვი, კარგად იმუშავეს, მაგრამ მაინც ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში… არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ კაცს ნაცები რაიმე კომპრომატით აშანტაჟებდნენ, ეს ხომ მათი ჩვეული და საყვარელი ხერხია“- წერს ნიკოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: “დედააა აგი ნაციონალი ყოფილა” – ზურაბ ქადაგიძე ლადო აფხაზავაზე: დარწმუნებული ვიყავი ამ კაცის პიარი ნაცმედიის მხრიდან შემთხვევითი არ იყო
Next: უზენაესი კანონის განუხრელი ერთგულება და დაცვა სამოქალაქო ერთობის, მშვიდობის, კეთილდღეობის, ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის უმთავრესი პირობაა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025