ყვარელს 24-საათიანი, გამართული, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება – ირაკლი ღარიბაშვილი

91
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

„2022 წელს, იანვრიდან, ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება და სრულად დაფინანსდება ყვარლის წყლის პროექტი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ყვარელს ექნება 24-საათიანი, გამართული, ხარისხიანი წყლით მომარაგება.

„მე ვიცი, რომ ამ მუნიციპალიტეტში, წლების განმავლობაში, იყო ამის დაპირება. ბოლო 3 თუ 4 წელია, წყლის, კანალიზაციისა და გამწმენდი ნაგებობის პრობლემაზე მიდის საუბარი, მაგრამ ცენტრალურმა მთავრობამ ვერ გადაწყვიტა, თუ არ ვიცი, რა მოხდა, პრობლემა იყო დაფინანსების გამოყოფა. 2022 წელს, იანვრიდან, ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება და სრულად დაფინანსდება ყვარლის წყლის პროექტი. ყვარელს ექნება 24-საათიანი, გამართული, ხარისხიანი წყალმომარაგება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება