პაატა იმნაძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ინციფირებულნი არიან, გარეთ დადიან და უფრო ავრცელებენ ინფექციას – არ ვიცი, ასეთ ადამიანებს რა ვუწოდო

353
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია ისეთ ადამიანებზე, რომელთაც იციან საკუთარი ინფიცირების შესახებ, თუმცა იზოლაციაში არ რჩებიან.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოერიდეთ გარშემომყოფებს. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ინციფირებულნი არიან, არ იცავენ წესებს, დადიან გარეთ და კიდევ უფრო ავრცელებენ ინფექციას. არ ვიცი, ასეთ ადამიანებს რა ვუწოდო“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი პროგნოზით, გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს. პაატა იმნაძე ამბობს, რომ „დელტას“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები ჰგავდა და მოუწოდებს მოსახლეობას, თუ გაციების სიმპტომები ექნებათ, აუცილებლად გაიტესტონ.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 471 685 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 415 146, გარდაიცვალა 6 321 პაციენტი.

საქართველოში, ვაქცინაცია „ფაიზერით“, „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათია“ შესაძლებელი. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ამ ელექტრონულ პორტალზე.

სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება