Skip to content
14/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

20 აგვისტოს ტბათანაზე, ფესტივალი ,,ჩვენი მთები კვლავ გვეძახის“ გაიმართა

მარშალ პრესი 23/08/2022
ტბათანა
შაბათს 20 აგვისტოს ტბათანაზე, ფესტივალი ,,ჩვენი მთები კვლავ გვეძახის“ გაიმართა. ღონისძიება ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ,,თუშების სათემო საბჭო“-ს ორგანიზებით ჩატარდა. ფესტივალის მიზანი იყო ტბათანას აღორძინება და წოვა თუშების დაბრუნება მამა-პაპისეულ ადგილებზე.
📌ღონისძიებას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები და სხვადასხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
📌ალექსი ფიცხელაურმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ფესტივალის დაფუძნება და აღნიშნა რომ ტბათანაზე ფესტივალი მერიის მხარდაჭერით ყოველწლიურად ჩატარდება.
📌ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია და წოვა-თუშური სამზარეულო, რომლის დაგემოვნება შეეძლოთ ფესტივალის მონაწილეებს. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ: ჯგუფი ,,წოვათა“, ანსამბლი ,,ბახტრიონი“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,გენია”. ასევე, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა წაიკითხეს თუში პოეტების: ადამ ბობღიაშვილის, ბახვა ბაიხოიძის, იოსებ ლონგიშვილის და მურთაზ ნაკუდაშვილის ლექსები.

Continue Reading

Previous: ბუბა კიკაბიძემ უკრაინის არმიისთვის მიკროავტობუსი გაიმეტა
Next: ახლა რომ გაჰკივით, არ მოგვითხოვია მთავრობის დაკომპლექტებაო, ფოტოს დააკვირდით, დგახართ სცენაზე, პროტესტის ავანგარდში და იზიარებთ ტექნიკური მთავრობის დანიშვნის საკითხს – ლევან ნიკოლეიშვილი ნინო დოლიძეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025