პაატა იმნაძე: „დელტას“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები, ამიტომ, ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, გაიტესტეთ

241
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს. ამიტომ, ავიცრათ, დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ პირბადე. „დელტას“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები ჰგავდა. ამიტომ, ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, აუცილებლად გაიტესტეთ“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე.

პაატა იმნაძე მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„მოერიდეთ გარშემომყოფებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ინციფირებულნი არიან, არ იცავენ წესებს, დადიან გარეთ და კიდევ უფრო ავრცელებენ ინფექციას. არ ვიცი, ასეთ ადამიანებს რა ვუწოდო“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 471 685 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 415 146, გარდაიცვალა 6 321 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება