გიორგი წოწკოლაური – რამდენიმე საათში დავიწყებთ აქტიურ კამპანიას, როგორ შეძლებენ მოქალაქეები ვაქცინაციის ცენტრებამდე მისვლას

203
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის განცხადებით, მუშავდება რამდენიმე ვარიანტი, როგორ შეძლებენ მოქალაქეები ვაქცინაციის ცენტრებამდე მისვლას.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

„რაც შეეხება ტრანსპორტის აკრძალვის თემას, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უკვე გასული წლიდან მოყოლებული დაგვიგროვდა გამოცდილება აღნიშნულ ვითარებაში როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ვიყენებთ ამ გამოცდილებას. იქნება სპეცტრანსპორტები. ეს იქნება უბნების მიხედვით განაწილებული და მათი გეზი იქნება ხალხის მოყვანა მასობრივი ვაქცინაციის ცენტრთან. ამის გარდა, კიდევ რამდენიმე ვარიანტი მუშავდება, რომ კიდევ უფრო ფართოდ ჩავშალოთ მოსახლეობაში ტრანსპორტით მომსახურება და უახლოეს საათებში ესეც გახდება ცნობილი. რამდენიმე საათში დავიწყებთ აქტიურ კამპანიას, თუ სად შეიძლება მიბრძანდეს ადამიანი, ისარგებლოს ტრანსპორტით, მოვიდეს ვაქცინაციის ცენტრში და მიიღოს ის სიკეთე, რაც არის ვაქცინაცია“, – განაცხადა წოწკოლაურმა.

ხვალიდან, 14 აგვისტოდან, სამი კვირის განმავლობაში სრულად შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება