კარგად დაიმახსოვრეთ ეს მონაცემები 2.2%-იანი ცდომილებით და შემდეგ შეადარეთ არჩევნების შედეგებს და სხვა ე. Წ. კვლევებს, სადაც წლებია ლიდერობენ ნაცსექტის უსახური სუბიექტები

673
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:

ყველას გვახსოვს “ნაციონალური მოძრაობის” ჭორბიუროს გზავნილები “ქართული ოცნების” შიდა კვლევებზე, რომ თითქოსდა მმართველ პარტიას კატასტროფული შედეგები აქვს, ამიტომ გავიდა შარლ მიშელის შეთანხმებიდან და ა. Შ.
„ქართულმა ოცნებამ“ გაასაჯაროვა პარტიის სოციოლოგიური კვლევების პროფესიონალთა ჯგუფის (2020 Წ. Შეიქმნა) ბოლო, რეალური კვლევის შედეგები, რომელიც
ჩატარდა 2021 წლის 2-8 აგვისტოს, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა 3446 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს 2,2 პროცენტს.
📍კარგად დაიმახსოვრეთ ეს მონაცემები 2.2%-იანი ცდომილებით და შემდეგ შეადარეთ არჩევნების შედეგებს და სხვა ე. Წ. კვლევებს, სადაც წლებია ლიდერობენ ნაცსექტის უსახური სუბიექტები.
✅ “ქართული ოცნების” კვლევის თანახმად, თბილისში – კახა კალაძე 66,2%, ნიკანორ მელია 33,8 %.
✅პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები საქართველოს მასშტაბით (%):
ქართული ოცნება 46,3
ნაციონალური მოძრაობა 23,3
გირჩი – მეტი თავისუფლება 5,3
საქართველოსთვის 5,2
მოქალაქეები 3,3
სტრატეგია აღმაშენებელი 2,3
ლელო 2,3
პატრიოტთა ალიანსი 2,1
ევროპული საქართველო 1,4
გირჩი 1,2
ლეიბორისტული პარტია 0,9
ერთიანი საქართველო 0,8
სხვა პარტიები 5,6
✅თბილისის საკრებულოს არჩევნები კვლევით ნაჩვენები შედეგით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პროპორციული წესით პარტიებზე შემდეგი სახით განაწილდებოდა:
• ქართული ოცნება – 22 მანდატი
• ნაციონალური მოძრაობა – 11 მანდატი
• გირჩი – მეტი თავისუფლება – 3 მანდატი
• საქართველოსთვის – 2 მანდატი
• მოქალაქეები – 2 მანდატი
✅მაღალი პარტიული რეიტინგის პირობებში, მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს ათივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თბილისში, შესაბამისად, კვლევის თანახმად, კახა კალაძის გუნდი საკრებულოში ძლიერი უმრავლესობით (50 წევრიდან 32-ით იქნებოდა წარმოდგენილი).” – წერს აბაშიძე
კომენტარები
რეკლამა
მოწონება