Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარი: აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ყველაზე სანდო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, აბსოლუტურად მიკერძოებულია

მარშალ პრესი 23/08/2022
სოზარ სუბარი

2020 წლის არჩევნებში „სამართლიანმა არჩევნებმა“ გააყალბა 2 მონაცემი აბსოლუტურად შეგნებულად: პირველი – მათ თქვეს, რომ თითქოს 4%-იანი ცდომილება იყო ხმების პარალელურ დათვლასა და ცესკოს მონაცემებს შორის, რაც იყო ტყუილი და ეს ტყუილი გამოვააშკარავეთ ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე დღეში, თუმცა თვენახევარი დასჭირდა „სამართლიან არჩევნებს“, სანამ ამას აღიარებდა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„მეორე მონაცემი იყო შემდეგი: მათ თქვეს, რომ უბნების 8%-ში იყო მეტობა. გაირკვა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 19 უბანზე იყო მეტობა დაფიქსირებული და ეს იყო სულ 25 ბიულეტენი. რაც შეეხება აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომ ეს არის ყველაზე სანდო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ეს არის აბსოლუტურად მიკერძოებული განცხადება. “, – განაცხადა სუბარმა.

19 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საელჩო „ისფედს“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციად მოიხსენიებს. საელჩოს პოზიციის თანახმად, ამ ორგანიზაციის „საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში არდაშვება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადებები, ISFED-თან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებულ გაურკვევლობას კიდევ უფრო ზრდის.

Post navigation

Previous: ვახტანგ ჭარაია: ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რომ Credit Suisse-მა მიიღო მენეჯმენტის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება
Next: კვლევა: დაინფიცირებიდან ორი წლის შემდეგ, კორონავირუსმა შეიძლება ტვინთან დაკავშირებული დარღვევები გამოიწვიოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.