Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: წინაპირობების მომწიფების გარეშე საპარლამენტო ბოიკოტს ჩვენ არ ვაპირებთ

მარშალ პრესი 23/08/2022
პაატა მანჯგალაძე

ჩვენთვის „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ საპარლამენტო ბოიკოტი არის ერთ-ერთი საშუალება მხოლოდ და ამას მაშინ ექნება აზრი, თუ სხვა წინაპირობები არის მომწიფებული. წინაპირობების მომწიფების გარეშე საპარლამენტო ბოიკოტს ჩვენ არ ვაპირებთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა პოლიტიკური კეკლუცობის დრო არ არის.

„ახლა არ არის პოლიტიკური კეკლუცობის და იმის საუბრის დრო, ვიღაცას ვიღაცა არ მოსწონს დღეს, არ მოსწონდა წარსულში. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ქვეყანა არის გადასარჩენი, ამიტომ ის საკითხები და უთანხმოება, რაც გვქონდა უნდა დავტოვოთ წარსულში და ყველა უნდა გავერთიანდეთ კოალიციურად საქართველოს გადარჩენის ამოცანისთვის.

საპარლამენტო ბოიკოტს ზოგი წარმოაჩენს ერთადერთ საშუალებად. ჩვენთვის „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ ეს პროცესი არის ერთ-ერთი საშუალება მხოლოდ და ამას მაშინ ექნება აზრი, თუ სხვა წინაპირობები არის მომწიფებული. წინაპირობების მომწიფების გარეშე საპარლამენტო ბოიკოტს ჩვენ არ ვაპირებთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

Continue Reading

Previous: ნანა კაკაბაძე: რომ არა ასეთი ფინანსური მხარდაჭერა და ყოველდღიური რეკლამირება ნაცების ტელევიზიებიდან, დარწმუნებული იყავით, ვინაობაც არავის ეცოდინებოდა იმ ე.წ. გავლენიანი უფლებადამცველებისა, რომლებიც ყოველდღე ჭკუას გვარიგებენ
Next: ვახტანგ ჭარაია: ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რომ Credit Suisse-მა მიიღო მენეჯმენტის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025