მიხეილ სააკაშვილი ამხილეს – რა კავშირი აქვს ექსპრეზიდენტს 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმესთან (ვიდეო)

1077
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში უკრაინულ მედიაში მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას ეხმაურება და წერს:

“ცნობილი ქართველი “ტრუპოфილი”, უკრაინის მთავარი “რეფორმატორი” ახალ სკანდალში ეხვევა. 2016 წლის 26 აგვისტოს, ოდესის ოლქის სოფ. ლოშინოვკაში სასტიკათ იქნა მოკლული 8 წლის გოგონა, ანგელინა მოისეენკო. ცხელ კვალზე დააკავეს გოგონას მამინაცვალის მეგობარი, მიხეილ ჩებოტარი.
მიუხედავად ამისა, საქმის გამოძიება მიმდინარეობს უკვე მეხუთე წელია და სულ ცოტა ხნის წინ თავდაყირა დადგა. მიხეილ ჩებოტარმა მისცა ჩვენება, რომ 2016 წელს მკვლელობის ჩადენის აღიარება მას წამებით აიძულა გია ლორთქიფანიძემ, იმდროინდელმა ოდესის პოლიციის ხელმძღვანელმა, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის დავალებით, იმდროინდელი ოდესის ოლქის გუბეტნატორის.
ახალი გარემოებებით დადგინდა, რომ მკვლელობის ჩადენის მომენტში, მიხეილ ჩებოტარს ჰქონდა უტყუარი ალიბი და ის ფიზიკურად ვერ ჩაიდენდა ამ დანაშაულს. აღსანიშნავია, რომ მიხეილ ჩებოტარი ეროვნებით ბოშაა და წამების ქვეშ მიცემულმა აღიარებამ გამოიწვია შემდგომში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ახლო მდებარე ბოშათა ბანაკის სასტიკი დარბევა, რა დროსაც დაზარალდნენ უდანაშაულო ადამიანები. კუზიანს სამარე კი გამოასწორებს, მაგრამ როგორც ჩანს, სააკაშვილს ეს ანდაზა არ ეხება…” – წერს ლატარია
კომენტარები
რეკლამა
მოწონება