Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ „პივიტის“ შეცდომის თაობაზე აშშ-ის საელჩოს ISFED-ისთვის მაშინვე უნდა მიეცა მკაცრი მითითება, თუმცა პოზიცია „მომრიგებლური“ იყო

მარშალ პრესი 22/08/2022
მიხეილ ყაველაშვილი

„ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ „პივიტის“ შეცდომის თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს „სამართლიანი არჩევნებისთვის“ მაშინვე უნდა მიეცა მკაცრი მითითება, თუმცა მისი პოზიცია „მომრიგებლური“ იყო.

როგორც დეპუტატმა „სამართლიან არჩევნებსა“ და ამერიკის საელჩოზე საუბრისას განაცხადა, „ერთადერთი შანსი დარჩათ – რევოლუციური სცენარი, რათა ხელისუფლების ასე ცვლილება მოხდეს“.

„ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციაა [ISFED] და საელჩოს მკაცრი მითითება მაშინვე უნდა გამოეთქვა ამ ორგანიზაციის მიმართ, პირდაპირ მოეწოდებინა, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და მსგავსი აცდენები არ შეიძლება, რადგან შეიძლება გამოიწვიოს რევოლუციური სცენარები, რაც მოჰყვა კიდეც, მაგრამ ამ დროს რა პოზიცია ჰქონდა საელჩოს? თითქოს მომრიგებლური. ამაში ვამხელთ ჩვენ – თუ ჩემი პარტნიორი ქვეყანა ხარ და გინდა ჩემს ქვეყანაში მშვიდობა, ევროპისკენ სვლა იყოს და აქცენტი დასავლურ ფასეულობებზე კეთდებოდეს, რატომ არ გაემიჯნა? როდესაც საპირისპირო მოხდა და როდესაც ჩვენ ჩავეძიეთ, ინფორმაცია მოვიძიეთ, მივედით საელჩოსთან, რომ ის მანიპულირებს ამ ყველაფრით. ეს არის საგანგაშო. რაც არ უნდა სპეკულაციები იყოს, ჩვენი დამუნათება ხდებოდეს, თითქოს ჩვენ ვიღაცის როლს ვასრულებთ, ვერავინ გაექცევა იმ ფაქტებს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ყველა წერილში“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, „პივიტის“ შეცდომის შესახებ საელჩო ინფორმირებული იყო და პროცესები, რაც არჩევნების შემდეგ განვითარდა „ხელოვნურად შექმნილი“ იყო.

„ინფორმაცია საელჩოს უკვე ჰქონდა, ეს ყველაფერი იყო ხელოვნურად შექმნილი. საელჩო იყო ინფორმირებული და პროცესები, რომელიც შემდგომ განვითარდა, ხელოვნურად შეიქმნა. მიზანი იყო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე შექმნილიყო პოლიტიკური კრიზისი“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დღეს მორიგი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ისფედის“ გამოქომაგებით, საელჩო „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს.

Post navigation

Previous: სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების საქმეზე ესკორტის ოფიცერი დააკავა
Next: ვახტანგ გომელაური: გამოვაცხადეთ ვაკანსია 145 კაცზე და ატყდა ამბავი, ამას მოაბეს მერე 4 000 თანამშრომელი წავიდაო, 5 000 მოვიდა, სულ არის ეს თემა, ხალხი მიდის, მოდის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.