Skip to content
14/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქვეყანას ავაცილოთ ის რისკები, რაც შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს

მარშალ პრესი 22/08/2022
ხუნდაძე

სამწუხაროა, რომ კელი დეგნანის საელჩო ISFED-ს მოიხსენიებს როგორც ყველაზე სანდო არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციად. ISFED-ი, რომელიც არაერთგზის შეეცადა, რომ სიცრუის გზით გამოეცხადებინა გაყალბებულად არჩევნები და მოქმედებაში მოეყვანა რევოლუციური სცენარი. რა თქმა უნდა ეს სახიფათო, საგანგაშო და მიუღებელი საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წვერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, სადაც ობიექტურობას ექნება შეუცვლელი ფასი და არ იქნება მცდელობა, რომ ქვეყანა იმართებოდეს გარედან სიცრუითა და შანტაჟით.

როცა შვეიცარიის ბანკში გარკვეული საკადრო ცვლილებები დაიგეგმა, მე გამახსენდა ჩვენის მიერ არაერთხელ წამოჭრილი საკითხი, რომელიც თითქოსდა უსაფუძვლო და გაყალბებული იყო და შემდეგ სრულდებოდა ცვლილებებით. თითქოს უსაფუძვლო იყო ეს ყველაფერი და იქ ყველა მისი ვალდებულება საბანკო სექტორის და უშუალოდ ამ ბანკის მხრიდან იყო დაცული და ამ დროს იცვლება მისი მენეჯმენტი და მმართველი გუნდი. ფაქტია, რეალურად ხდება ყველგან ყველაფერი და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქვეყანას ავაცილოთ ის რისკები, რაც შეიძლება რეალურად დამღუპველი აღმოჩნდეს“, – აცხადებს ხუნდაძე.

ISFED-ის გამოქომაგებით, საელჩო „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს და „ქართული ოცნება“ და საზოგადოება ამას მშვიდად უნდა შეეგუონ. ამის შესახებ განცხადებას ავრცელებენ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები. მათი შეფასებით, ISFED-ი რამდენიმე ენჯეოსთან ერთად, პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელება ამერიკის საელჩოს მიერ არის კოორდინირებული.

Continue Reading

Previous: სოზარ სუბარი „ისფედზე“: ჩვეულებრივი რევოლუციური ორგანიზაციაა, რომელსაც თავისი მიზნები აქვს. თუ რევოლუციონერობა სურთ და ლენინის გზაზე დადგომა, რევოლუციური პარტიის სახელი უნდა დაირქვან
Next: მიხეილ ყაველაშვილი: ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები საქართველოს მოსახლეობაა, რაც არ უნდა ჩვენი გულშემატკივარი ქვეყანა იყოს, არავის უნდა ჰქონდეს სურვილი, ვინმეს კარნახით ხდებოდეს ცვლილებები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025