ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა ვაქცინას ითხოვს

176
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა ვაქცინას ითხოვს. საგანგებო წერილით დეფაქტო პრეზიდენტს საზოგადოების ჯგუფმა მიმართა.

მათ ასლან ბჟანიას მოუწოდეს, კოვიდვაქცინებით მოსახლეობის უზრუნველსაყოფად დახმარება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, გაეროსა და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს სთხოვოს.

„იმედი გვქონდა, რომ ვაქცინაციის პრობლემა ეფექტიანი რუსული ვაქცინით, სპუტნიკ V-თი მოიხსნებოდა, თუმცა საჭირო დოზებით აფხაზეთის უზრუნველყოფა რთული ამოცანა აღმოჩნდა. ამიტომ, მოვუწოდებთ აფხაზეთის პრეზიდენტს, დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართოს,“- ნათქვამია მიმართვაში.

საზოგადოების მოთხოვნას უკვე გამოეხმაურა არაღიარებული რესპუბლიკის პრემიერმინისტრი. ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებისგან კოვიდვაქცინის შეძენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება