Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქვეყნის აყირავების ავანგარდში მყოფი აშშ-ს “შვილობილი” ორგანიზაცია “ისფედი” დესტრუქციულ “შულერობაში” არაერთხელ იქნა გამოვლენილი

მარშალ პრესი 22/08/2022
დავით ქართველიშვილი

,,როდესაც ქვეყნის აყირავების ავანგარდში მყოფი, აშშ-ს “შვილობილი” ორგანიზაცია “ისფედი” – დესტრუქციულ “შულერობაში” არაერთხელ იქნა გამოვლენილი, საიდანაც იძულებული გახდა, ერთი მაინც ეღიარებინა, ხოლო მეორე “შულერობაზე” დღემდე დუმილით პასუხობს მისი აღიარება/მონანიების მაგიერ, გარდა ამისა, სახელმწიფო გადატრიალებისა და ე.წ. “ტექნიკური მთავრობის” მოთხოვნით მეამბოხეთა ტრიბუნაზე გვევლინება – ასეთი ორგანიზაცია, სახელმწიფო მასშტაბის ამოცანების გადასაწყვეტად ახლოსაც კი არ უნდა გააკარო,’’- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი მოძრაობა ,,ხალხის ძალას’’ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელიც “ისფედი” და აშშ-ს საელჩოს თანამშრომლობის შესახებ წერს.

 ,,საზოგადოებრივმა მოძრაობა “ხალხის ძალამ” მორიგი განცხადება გაავრცელა, რომელიც ძველ თემებს უკავშირდება: ამ მოძრაობას, “ჯიუტად” არ უნდა – საქართველოში ნებისმიერი საელჩოს ან ამ საელჩოს “შვილობილი” ორგანიზაციის მიერ მოხდეს ამ სახელმწიფოს ჩამოშლა, მისი დამოუკიდებლობის ანულირება, ხელისუფლების სათავეში ნაც/საკონცენტრაციო ბანაკის მესვეურების დაბრუნება, ქვეყანაში – მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების, გადატრიალების გზით მოსპობა. აი ასეთი “უცნაური” სურვილები ამოძრავებს “ხალხის ძალას”. როდესაც ქვეყნის აყირავების ავანგარდში მყოფი, აშშ-ს “შვილობილი” ორგანიზაცია “ისფედი” – დესტრუქციულ “შულერობაში” არაერთხელ იქნა გამოვლენილი, საიდანაც იძულებული გახდა, ერთი მაინც ეღიარებინა, ხოლო მეორე “შულერობაზე” დღემდე დუმილით პასუხობს მისი აღიარება/მონანიების მაგიერ, გარდა ამისა, სახელმწიფო გადატრიალებისა და ე.წ. “ტექნიკური მთავრობის” მოთხოვნით მეამბოხეთა ტრიბუნაზე გვევლინება – ასეთი ორგანიზაცია, სახელმწიფო მასშტაბის ამოცანების გადასაწყვეტად ახლოსაც კი არ უნდა გააკარო.

აშშ-ს მაგალითზე, ეს იმის ტოლფასი იქნებოდა – კონგრესზე 6 იანვრის შტურმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, ახლა სამართლიანი გასამართლების მაგივრად, ამერიკის სახელმწიფოებრივი ცხოვრების რომელიმე დარგის რეფორმირების კომისიებში რომ ყოფილიყვნენ შეყვანილი. აშშ-ს საელჩო, იმის მაგივრად – რომ საკუთარ თავსა და ქვეყნის ხელისუფლებას შორის შემოგდებული პოლარიზაციის გრადუსის დაწევაზე იმუშაოს, თითქოს მიზანმიმართულად ცდილობს ამ გრადუსის აწევას და კვლავინდებურად, არა თუ ემიჯნება – ქვეყნის რადიკალურ და დესტრუქციულ ძალებთან თავის კავშირს ან საქართველოს ომში ჩათრევის პროვოცირებას – არამედ, თავისი ყოველი მომდევნო ნაბიჯით, სულ უფრო გვარწმუნებს ამაში. დღევანდელი საქართველო, ორ უკიდურესობას შორის: “ველიკოდერჟავნიკული”, იმპერიალისტური ოკუპანტი რუსეთი და ქვეყნის საკონცენტრაციო ბანაკში დამბრუნებელი ფსევდოლიბერალური საერთაშორისო პროექტი – ირჩევს მშვიდობიან, განვითარებულ, სტაბილურ და გაბრწყინებულ იბერიას. და თუ ეს არჩევანი ვინმეს არ მოსწონს – მათთვის ამ გაუგებარი სახელმწიფოდან საკუთარ უსამშობლო სივრცეში – გზა ხსნილია!’’- წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: როდესაც საელჩო „ისფედს“ ესარჩლება, აშკარაა, რომ სცენაზე იმ დღეს არა „ისფედი“, არამედ საელჩო იდგა და შესაბამის პოლიტიკურ მოთხოვნებსაც სინამდვილეში საელჩო აჟღერებდა
Next: “ISFED”-ის დაცვით საელჩო გვეუბნება, რომ დავბრუნდეთ იქ, საიდანაც, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, გამორიცხული იყო თავის დაღწევა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.