აშშ-ის მედიკამენტებისა და სურსათის ადმინისტრაციამ იმუნიტეტდაქვეითებული მოქალაქეებისთვის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა

118
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

აშშ-ის მედიკამენტებისა და სურსათის ადმინისტრაციამ იმუნიტეტდაქვეითებული მოქალაქეებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა. შესაბამისი გადაწყვეტილება ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ფაიზერისა“ და „მოდერნას“ გამოყენება დაშვებული იქნება გარკვეული კატეგორიის იმუნიტეტდაქვეითებული მოქალაქეებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ გადაწყვეტილების მოტივად დასახელებულია პანდემიის ახალი ტალღა, რომელიც აშშ-ში დაიწყო, რაც იმუნიტეტდაქვეითებულ მოქალაქეებს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის.

მანამდე ვაქცინის დამატებითი დოზის გამოყენების შესაძლებლობა არ გამორიცხეს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება