გავაერთიანებთ საქართველოს და განვაგრძობთ ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას – ასეთი სახელმწიფოსთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები – კახა კუჭავა

242
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავა განცხადებით, დღეს დიდგორის გმირების შთამომავლებისთვის, ბრძოლა, თავდადებული შრომა, ქვეყნის უანგარო სამსახური, სწორი პოლიტიკა და სტრატეგიაა.

კახა კუჭავას განცხადებით, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ყველა ქართველისთვის ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის, სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითშეგნების ნამდვილი მაგალითია!

“დიდგორის ბრძოლით დავით აღმაშენებელმა ქართველ ხალხს დაუტოვა გამარჯვების მაგალითი, რომლითაც ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა. მჯერა, რომ ასეთი გამარჯვება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგება, ისე, როგორც ეს საუკუნეების წინ მოხდა.

დღეს ჩვენთვის, დიდგორის გმირების შთამომავლებისთვის, ბრძოლა ჩვენი თავდადებული შრომა, ქვეყნის უანგარო სამსახური, სწორი პოლიტიკა და სტრატეგიაა, რითაც გავაერთიანებთ საქართველოს და განვაგრძობთ ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას – ასეთი სახელმწიფოსთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები”, – წერს კახა კუჭავა სოციალურ ქსელში.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება