Associated Press: აშშ საელჩოდან პერსონალის ევაკუაციის მიზნით ავღანეთში დამატებით ჯარებს აგზავნის

273
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესების გამო, აშშ საელჩოდან პერსონალის ევაკუაციის მიზნით ავღანეთში დამატებით ჯარებს აგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, ჯარები სახმელეთო და საჰაერო მხარდაჭერას უზრუნველყოფენ ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალი ამერიკელების უსაფრთხოებისათვის.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას არ ნანობს.

ბოლო მონაცემებით, რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ყანდაარი და ჰერათი აიღო. რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ტერიტორიის 65%-ს აკონტროლებს.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება