Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რომან გოცირიძე დუგინის შვილის აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს

მარშალ პრესი 21/08/2022
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი რომან გოცირიძე ალექსანდრ დუგინის შვილის აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“დუგინის შვილი არ იბრძოდა იარაღით და ის შემთხვევით ააფეთქეს მამის მანქანაში. გამოაცხადო მტრის ჯარისკაცად და ატეხო სიხარულის კიჟინა მისი სიკვდილის გამო, რბილად რომ ვთქვათ, არაა სწორი. ვერ შეიგნო ბევრმა, რომ შვილი მამაზე არ აგებს პასუხს. თავად ეს გოგო, როგორი ბოროტი და კაცთმოძულე იდეების მატარებელიც უნდა ყოფილიყო, იმსახურებდა სიძულვილს, სანქციას( ბრიტანეთის მიერ სანქცირებულიც ყოფილა), დასჯას სასამართლოს მიერ კონკრეტული ქმედებისათვის და არა ბომბს. ისიც ვერ შეიგნო ბევრმა, რომ იდეებისთვის არ კლავენ.
დუგინი და მისი შვილი კი არ მადარდებს, ჩვენი თავი მადარდებს, როცა ბოღმასა და სიძულვილს ვაგროვებთ.” – წერს გოცირიძე

Post navigation

Previous: სოფელ ირში, საოკუპაციო ხაზთან სამართალდამცველებმა ხელყუმბარები ამოიღეს – მიმდინარეობს გამოძიება
Next: შალვა პაპუაშვილი ISFED-ზე: თუკი ისინი პარლამენტთან ულტიმატუმით საუბარს კვლავ აგრძელებენ, კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე საუბარი რთული იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.