„ენდიაი” საველე სამუშაოებისთვის დღემდე იმ ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ, რომლებსაც პოლიტიკურ კვლევებთან არაფერი არ ესაქმება, ისინი უფრო „ნაცმოძრაობის” და მისი განშტოებების პრომოუშენს აკეთებენ და მერე შედეგები რაცაა, მკაფიოდ ვხედავთ

695
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან” საუბარში „ენდიაის” და „აიარაის” ქართველ კონტრაქტორებს არ ენდობა, რომლებიც კვლევებისთვის საველე სამუშაოებს ასრულებენ და ამის მაგალითად, 2012-ის კვლევას იხსენებს, როცა „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა.
„აიარაისა” და „ენდიაიზე” არაერთხელ ითქვა, რომ მათი საველე სამუშაოების შემსრულებელი ქართული ადგილობრივი კომპანია არაკეთილსინდისიერია და ყოველთვის რეალობასაა აცდენილი. საზოგადოებას არაერთხელ უნდა შევახსენოთ ის ფაქტი, რომ 2012 წელს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ისინი გიორგი თარგამაძეს და გრიგოლ ვაშაძეს ყველაზე მაღალ პროცენტს უწერდნენ და „ნაცმოძრაობის” გამარჯვება გარდაუვალი იყო, 2012 წლის ოქტომბერში კი კარგად ვნახეთ, რომ ეს კვლევები სამარცხვინოდ, რეალობას იყო აცდენილი.
„ასევე მინდა შევეხო „აიარაის” კვლევის ერთერთ სეგმენტს, სადაც პროცენტულად მოსახლეობის დიდი რაოდენობა ცესკოს და საარჩევნო ლეგიტიმაციას არ ენდობა, ანუ გამოდის, რომ არჩეულ პარლამენტს ის არალეგიტიმურს უწოდებს და ცესკოს უნდობლობას უცხადებს? ეს ხომ სრული მითი და აბსურდია? აქედან გამომდინარე, ის მრავალწლიანი უნდობლობა, რაც საზოგადოებაში „აიარაის” და „ენდიაის” ადგილობრივი საველე სამუშაოების კომპანიებზეა, ეს კიდევ უფრო მტკიცდება და კიდევ უფრო არასწორი მიმართულებით მიდიან.
2012 დან 2021 წლის ჩათვლით, სხვადასხვა დონის არჩევნები გაიმართა და მაშინაც კი ისინი რეალობას საგრძნობლად აცდენილნი იყვნენ, თუმცა არა 2-3%-ით, როგორც ეს „აიარაის” და „ენდიაის” მიერ დასავლეთში ჩატარებულ კვლევებშია. აქედან გამომდინარე, საზოგადოების გულისწყრომა სრულიად ბუნებრივია იმის თაობაზე, რომ ამ ორგანიზაციების ბრენდების ქვეშ გამოქვეყნებული კვლევები რეალობასაა აცდენილი, რადგან საარჩევნო შედეგები სულ სხვა სურათს გვაძლევს. აქედან გამომდინარე, მიჭირს იმის გაანალიზება, თუ შერჩევითად რას დაწერენ და რას არა. მთავარია, რომ მათი რეიტინგები რეალობას არ ასახავს, ეს უკვე ათი წელია ასეა, თუ მეტი არა.
გამოქვეყნებულ შედეგებსა და საარჩევნო შედეგებს უნდა დავაკვირდეთ ხოლმე, როცა ნებისმიერი პროფესიონალური კვლევის პროცენტული მაჩვენებელი საარჩევნო შედეგებთან ახლოსაა, არა აქვს მნიშვნელობა რომელი კომპანიაა, ის ბუნებრივია, წლების განმავლობაში სანდო ხდება, „გორბიმ” ეს არაერთხელ დაადასტურა, რომ ის რეალურ შედეგებს ოდნავ პლუს-მინუს სულ რამდენიმე პროცენტით აცდენილია ხოლმე და ეს ბუნებრივიცაა, როგორც ეს დასავლეთში ხდება ხოლმე. ძალიან დასანანია, რომ „აიარაი” და „ენდიაი” საველე სამუშაოებისთვის დღემდე იმ ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ, რომლებსაც პოლიტიკურ კვლევებთან არაფერი არ ესაქმება, ისინი უფრო „ნაცმოძრაობის” და მისი განშტოებების პრომოუშენს აკეთებენ და მერე შედეგები რაცაა, მკაფიოდ ვხედავთ”, – განაცხადა გია აბაშიძემ.
კომენტარები
რეკლამა
მოწონება