
ყველა ჯგუფში წარმოდგენილია მინიმუმ 2 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს 200 არასამთავრობო ორგანიზაციას. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმასთან, რომელშიც 200-მდე არასამთავრობო ორგანოზაციაა გაერთიანებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩვენ მათთან გვაქვს შეთანხმება: იმისთვის, რომ, ჯგუფშიც იყოს სამუშაო გარემო, ვინაიდან წარმოდგენილნი არიან პარლამენტის წევრები, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები – დაგვისახელონ 2 ორგანიზაცია, რომელიც იქნება ამ ჯგუფში და თავის მხრივ იქნება ხიდი სამუშაო ჯგუფსა და 200 არასამთავრობო ორგანიზაციას შორის. შესაბამის ანგარიშს ჩააბარებს მათ, მოისმენს მათ პოზიციებს და წარმოადგენს სამუშაო ჯგუფში. ამავე დროს მათ აქვთ როტაციის შესაძლებლობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.