Skip to content
09/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გიორგი კვინიტაძის სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში, თითოეული ჩვენგანის, მომავალი თაობების მეხსიერებაში

მარშალ პრესი 21/08/2022
ირაკლი ღარიბაშვილი2

გიორგი კვინიტაძის სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში, თითოეული ჩვენგანის, მომავალი თაობების მეხსიერებაში, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებულ მებრძოლს, თანამედროვე ქართული არმიის ერთ-ერთ შემოქმედს, ემიგრაციაში ყოფნის ურთულეს დღეებშიც არ დაუკარგავს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის რწმენა.

„დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გამოჩენილი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარსარდლის გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა. სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებულ მებრძოლს, თანამედროვე ქართული არმიის ერთ-ერთ შემოქმედს, ემიგრაციაში ყოფნის ურთულეს დღეებშიც არ დაუკარგავს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის რწმენა.

„არ არის ტყვია რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“ – მისი ეს სიტყვები სწორედ საქართველოს, მისი თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიოების უკვდავების იდეას განასახიერებს.

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გასულ წელს შესაძლებლობა მოგვეცა გიორგი კვინიტაძის ნეშტი, ხანგრძლივი განშორების შემდეგ, სამშობლოს მიწისთვის მიგვებარებინა. დიდი მამულიშვილის, გიორგი კვინიტაძის სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში, თითოეული ჩვენგანის, მომავალი თაობების მეხსიერებაში”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

Post navigation

Previous: მიხეილ სარჯველაძე: ერთი ნაბიჯი მაინც გადმოდგას ISFED-მა ისეთი, რომელიც საშუალებას მისცემ, რომ პოლიტიკურ პარტიად არ ითვლებოდეს
Next: შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, საქართველოში გარკვეულ ელიტურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არაჯანსაღი სოლიდარობა ჩამოყალიბდა, რომელმაც კორპორატივიზმის ფორმა მიიღო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.