Skip to content
19/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: „ცხელი გაზაფხულისა“ და „ცხელი შემოდგომის“ დაანონსების გზით, სეზონის გიჟებად ჩამოყალიბდნენ

მარშალ პრესი 20/08/2022
სარჯველაძე

შემოდგომაზე იქნება გააფთრებული მცდელობები, რომ როგორმე ტემპერატურა ასწიონ. „ცხელი გაზაფხულისა“ და „ცხელი შემოდგომის“ დაანონსების გზით – სეზონის გიჟებად ჩამოყალიბდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას ანარქია და უბედურება არ უნდა, ამას უნდა აცნობიერებდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც რამდენიმე წელია პოლიტიკაში არიან და ამდენს ვერ ხვდებიან, ეს მათი პრობლემაა. ამის გამო აგებენ არჩევნებს და მერე გაბრაზებულები არიან სხვაზე და სინამდვილეში ეს არის მათი წარუმატებლობისა და არასწორად დაგეგმილი კამპანიის მიზეზი.

როდესაც მოქალაქეებს სთავაზობენ, რომ ეკონომიკური ზრდა გაქვს ქვეყანაში, მაგრამ მაინც რაღაცები უნდა დავანგრიოთო, ამას რა თქმა უნდა ვერავინ აჰყვება, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ მასობრივი პროტესტის შემთხვევაში ბევრი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, მათ შორის შენობების აღება.

Post navigation

Previous: პატიმარი უკნიდან მიეპარა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, იარაღი ამოაცალა, გაისროლა და შემდეგ თავის არეში დაზიანება მიიყენა
Next: მიხეილ სარჯველაძე: ერთი ნაბიჯი მაინც გადმოდგას ISFED-მა ისეთი, რომელიც საშუალებას მისცემ, რომ პოლიტიკურ პარტიად არ ითვლებოდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.