
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში “ნაცმედიის” მიერ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება:
“ნაცტელევიზიებს” სიყალბისა და მანიპულაციების ტირაჟირებაში რადიო თავისუფლების ქართული რედაქცია ერთგულ მოკავშირედ დიდი ხანია ექცა.
ამჯერად დაიწყეს მორიგი აქტიური ანტისახელმწიფოებრივი კამპანია შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციის მიზნით. მანიპულატორები ცდილობენ იმის წარმოჩენას, რომ შსს-ს მასობრივად ტოვებენ თანამშრომლები.

“არაჯანსაღი გარემო, რომელიც “ქართული ოცნების” პირობებში შეიქმნა”;
“უკანონო დავალებები”;
“მმართველი პარტიის სასარგებლოდ არჩევნებში ჩართვა და ხმების მობილიზება”;
“ყოფილი პოლიციელები თავის სარჩენად ან ემიგრაციაში მიდიან ან საქართველოში სხვა საქმით კავდებიან”;
“ფორმის გახდის ერთ-ერთი მიზეზი „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორი ლექსო ლაშქარავაა”.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი უწყებაა, სადაც 40 000-მდე ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, თანამშრომელთა გადინება-რეკრუტირება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში.
საქართველო კიდევ უფრო მეტად დაწინაურდა ტურისტულ-სატრანსპორტო-სატრანზიტო სფეროებში. შესაბამისად, სასაზღვრო-გამტარ პუნქტებს ესაჭიროება მეტი თანამშრომელი ისევე, როგორც საპატრულო პოლიციას ქვეყნის მასშტაბით. ამიტომაც, 17 აგვისტოს, შსს-მ გამოაცხადა კონკურსი 145 სხვადასხვა ვაკანსიის დასაკავებლად.
ჩვენი ქვეყანა რომ ავტორიტარული იყოს, ვერცერთი ყოფილი ოფიცერი ვერ დატოვებდა საქართველოს და ვერ გაემგზავრებოდა უცხოეთში. ცალკეულ ექს-პოლიციელთა თუ სხვა პირთა მხრიდან დასავლეთში თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით პოლიტიკური თუ ორიენტაციული დევნის მოტივის შეთხზვა, სამწუხაროდ, ახალი არ არის ჩვენს უახლოეს ისტორიაში. 90-ების ბოლოს ბევრს ახსოვს ახსოვს თუ როგორ გარბოდნენ ნარკოდამოკიდებულნი ჰოლანდიაში და თავს “დევნილ ლგბტ თემის წევრებად” წარმოაჩენდნენ.
საქართველო როგორც უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანა ევროპის არაერთმა სახელმწიფომ აღიარა და ნებისმიერი თვალთმაქცობა ადრე თუ გვიან გამოვლენადია მასპინძელი ქვეყნების მიერ.
იდეალური ხელფასი არც ქართველ პოლიციელს აქვს და არც ფრანგს. თუმცა, საქართველოს ხელისუფლება შესაძლებლობათა ფარგლებში მაქსიმალურს აკეთებს საჯარო მოხელეთა სოციალურ-ეკონომიკური წახალისებისთვის. ცხადია, თუ ვინმეს სურს კერძო სექტორში გადასვლა, ეს მისი სუვერენული გადაწყვეტილებაა და არავინ აყოვნებს.
სპეკულაციური ბრალდება, რომ ერთი წლის წინათ ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გამო პოლიციელები ტოვებენ სამსახურს, სამარცხვინო “ტვ პირველის” ნამუსზეა. ამ მყრალ ტელეკომპანიაში ყველაფრით სპეკულირებენ და მათგან აღარაფერია გასაკვირი, იმდენად დაბინძურებულნი არიან.
ე.წ. უკანონო დავალებები, ვითომ არჩევნებში ჩარევა და მსგავსი არის სააკაშვილის რევანშისტული სექტის ავადმყოფური ფანტაზიები და საკუთარი გამოცდილების გახსენება, როცა თავად იყვნენ ხელისუფლებაში.
შინაგან საქმეთა თუ სხვა სამინისტროებიდან თანამშრომელთა წასვლის ცალკეული შემთხვევების მაქსიმალურად ყალბი განზოგადება და აპოკალიპტური სურათის შექმნა ნაცპროპაგანდის ჩვეული ბინძური ხრიკია. – წერს გია აბაშიძე
