IMG.GE IMG.GE

მსხვერპლთა 30% აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენა და ფიზიკური ძალადობის განხორციელება მოხდა ავტომანქანაში და ავტომანქანის შიდა პერიმეტრს არ ფარავს კამერები, არ არის დამონტაჟებული სამართალდამცავი ორგანოების ავტომანქანების შიდა პერიმეტრზე, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა  ლონდა თოლორაიამ პარლამენტში  სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას  განაცხადა.

გამოწვევა არის სამსახურისთვის ვიდეოკამერების მოპოვება. სამწუხაროდ, საქმეთა დიდ ნაწილზე ჩვენ არ გვაქვს ვიდეოკამერები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის უტყუარად დადგენა, რეალურად აქ დანაშულის ფაქტს ჰქონდა თუ არა ადგილი. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს – ადმინისტრაციულ შენობებში ყველა პერიმეტრს არ ფარავს კამერები, რომლებიც განთავსებულია ამ შენობებში, ზოგჯერ კამერების ჩანაწერების ხარისხი არის ძალიან დაბალი და შეუძლებელია პირთა და ასევე ქმედებების იდენტიფიცირება. ასევე, ჩვენს წარმოებაში არსებულ საქმეებზე “- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება