მედიის ცნობით, მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის სიდიდით მესამე ქალაქი ჰერათი დაიკავა

124
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის სიდიდით მესამე ქალაქი ჰერათი დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელისუფლო ძალები იძულებულები გახდნენ, უკან დაეხიათ, რათა თალიბების შეტევის დროს ქალაქი არ განადგურებულიყო.

„თალიბანის“ წევრები იუწყებიან, რომ ჰერათის მთელი პროვინცია თალიბების კონტროლს ექვემდებარება. მათივე ცნობით, მებრძოლებს დაკავებული აქვთ ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა, პოლიციის შტაბბინა და სხვა ობიექტები.

„ბიბისის“ ცნობით, თალიბებმა დღესვე დაიკავეს ქალაქი ღაზნი და ასევე იბრძვიან ქალაქ ყანდაღარის დასაკავებლად. თავად თალიბები ამტკიცებენ, რომ ყანდაღარსაც უკვე აკონტროლებენ.

„ბიბისის“ ცნობით, თალიბებმა ბოლო ერთ კვირაში 11 პროვინციის დედაქალაქის დაკავება შეძლეს.

გაერო-ს ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში ავღანეთში 1 000 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ათასობით ადამიანი კი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. ქაბულის შემოგარენში უკვე მოაწყვეს ლტოლვილების ბანაკები.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება