IMG.GE IMG.GE

აშშ სირიის წინააღმდეგ ახალ სანქციების დააწესებს, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ასადსა და მის მეუღლეს, ასმა ასადსაც შეეხება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.

„დღეს ფინანსთა სამინისტრო და სახელმწიფო დეპარტამენტი გამოაცხადებენ 39 გადაწყვეტილებას „კეისარის კანონის“ ფარგლებში სანქციებთან დაკავშირებით, რაც ბაშარ ასადზე ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის კამპანიის დაწყებას ნიშნავს. ახალი სანქციები შეეხება ბაშარ ასადს, მის მეუღლე ასმა ასადს და სირიის ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნესმენ მოჰამედ ჰამშოს, რომელიც სირიელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს აფინანსებდა“, – განაცხადა პომპეომ.

„კეისრის კანონი“ სირიის მოსახლეობის დაცვის აქტის არაოფიციალური სახელწოდებაა, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებაზე არ ვრცელდება. აშშ გააგრძელებს სირიის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას, მათ შორის ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად რაიონებში.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება