თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე ფერდის ნაწილი ჩამოიშალა

310
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საბურთალოს რაიონში, ლორთქიფანიძის ქ. N28-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერდის ნაწილი ჩამოიშალა. კლდის ფერდზე ათსართულიანი საცხოვრებელი სახლია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აღნიშნული კორპუსის მოსახლეობა ამ წუთებში ქუჩაში არის გამოსული. მათი ინფორმაციით, კლდის მასა დაახლოებით ორი საათის წინ ჩამოიშალა. ადგილობრივების თქმით, კლდის ფერდი საცხოვრებელი კორპუსის მშნებლობის შედეგად დაზიანდა. როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, ისინი თვეზე მეტია, თბილისის მერიას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებდნენ, თუმცა მათივე თქმით, უწყებიდან მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.

ლორთქიფანიძის ქუჩაზე იმყოფებიან თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის და მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ვითარების შესწავლის მიზნით, შემთხვევის ადგილზე ასევე, იმყოფებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადებიც.

მერიაში აცხადებენ, რომ დარგის სპეციალისტებმა ფერდის შესწავლა უკვე დაიწყეს, რის შემდეგაც, საექსპერტო დასკვნა მომზადდება. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება