14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე სრულად იზღუდება ფესტივალები, სპორტული და გასართობი ღონისძიებები, შეიზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობაც

99
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები.

აღნიშნული შეზღუდვა 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, სამი კვირის განმავლობაში იმოქმდებს.

ამასთან, სამი კვირის განმავლობაში არ იმიშავებს ბავშვთა გასართობი ცენტრები.

„როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ, აგვისტოში იმუნიზაციის პროცესის ინტენსიფიცირების მიუხედავად, საჭიროდ მიიჩნია ე.წ არაფარმაცევტული ინტერვენციები და კერძოდ, ცალკეული შეზღუდვების დაწესება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება