ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი კინორეჟისორი გოგა ხაინდრავას დღეს გამართულ პრესკონფერენციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქმე შვეიცარიულ ბანკსა და ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ დავას ეხება, თუმცა ფაქტია ეს დავა უკვე გაცდა მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებს და აშკარა პოლიტიკური ინტერესის მიმართულება მიიღო.
მისი თქმით ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები, ქართველებიც და უცხოელებიც, ზოგიერთი ელჩის ხელშეწყობითა თუ მხარდაჭერით, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ ანტიდასავლური ურთიერთობები გააღვივონ საქართველოში.
„ძნელია არ დაეთანხმო ბატონ გოგა ხაინდრავას, რომ ამბობს “როდესაც პოლიტიკური, სამართლებრივი, საბანკო და მედია ერთ ხმაში მღერის რაღაც მელოდიას, ნიშნავს, რომ მას ჰყავს დირიჟორი – ეს ცალსახაა და ეს დირიჟორი არ არის შვეიცარიაში”. საქმე ეხება თითქოს და შვეიცარიულ ბანკსა და ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ დავას, თუმცა ფაქტია ეს დავა უკვე გაცდა მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებს და აშკარა პოლიტიკური ინტერესის მიმართულება მიიღო. ზოგადად კი თუ დაუკვირდებით, იქით უკრაინელი პოლიტიკოსები რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნაზე გვაწვებიან დიდი ხანია, და ამერიკის ელჩი გვეუბნება ვინც რუსეთთან ომზე გესაუბრებათ, ჯერ ერთი მე არ გამიგია და რუსული „ფსბ“- ს სცენარიაო, ხან აშშ-ს მოქალაქე აკერმანი ჩამოდის (რომელიც უკვე სამუდამოდ წავიდა, ოღონდ ამჯერად იმქვეყნად) და რევოლუციისა და სახელმწიფო გადატრიალების ტრენინგებს ატარებს სწორედ იმ არასამთავრობოებთან და რადიკალური პარტიების წარმომადგენლებთან, რომლებიც აშშ-ს ელჩის განსაკუთრებით სიმპათიებითა და მხარდაჭერით სარგებლობს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები, ქართველებიც და უცხოელებიც, ზოგიერთი ელჩის ხელშეწყობითა თუ მხარდაჭერით, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ ანტიდასავლური ურთიერთობები გააღვივონ საქართველოში. ამიტომ კეთილი ინებონ და ახსნა განმარტებები გააკეთონ და ჩვენც გვეცოდინება, რომ არავითარი მეგობრობა არ არსებობს, ყველაფერი კი კერძო თუ პოლიტიკურ ინტერესებზე და ჩვენს წინააღმდეგ გამოცხადებულ ფარულ ომზე დადის. ელჩებზე საუბრისას ამ შემთხვევაში შვეიცარიის ელჩის პოზიცია გვაინტერესებს, თორემ ქალბატონი კელი დეგნანმა, მხოლოდ „გავრილოვის ღამის“ ხსენებითაც დაადასტურა, მისი წინააღმდეგობრივი ინტერესები, როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან ასევე საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტთან. ამჯერად შვეიცარიის ელჩს ვეკითხებით, რა ხდება შვეიცარიაში, ვიღაცის(!) თუ რაღაცის(!) გამო პოლიტიკა, სამართალი, საბანკო სისტემები და მედია მართლა ერთ ხმაში მღერიან?“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას დაესწრო