მამუკა მდინარაძე მელიას და ხოშტარიას ბანერებზე: მე უფრო მგონია, რომ ეს არის მელიას გამიჯვნა სააკაშვილისგან

152
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

მე უფრო მგონია, რომ ეს არის ნიკა მელიას გამიჯვნა მიხეილ სააკაშვილისგან, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას წინასაარჩევნო ბანერებს.

„რაც შეეხება დესტრუქციას, არსებობს ამის ბუნებრივი მოლოდინი. როდესაც ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ იმაზე, თითოეულ სოფელში რა კეთდება, რა გაკეთდა, რისი უკეთ გაკეთება შეიძლება, ამის ნაცვლად ისინი საერთოდ არ აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას, ვერ ახერხებენ კანდიდატების დასახელებას. მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ერთი კანდიდატი ჰყავთ დასახელებული. ამ ფონზე, ბუნებრივია, რომ დესტრუქცია მოსალოდნელია, მაგრამ ამასაც უკვე ყავლი გაუვიდა. ტყუილებსა და ბოროტებაზე დაფუძნებული კამპანია შედეგს ვერასოდეს ვეღარ მიიღებს. თუ იმაზე შევთანხმდებით, რომ თავი დაანებონ ამ ტყუილებს, რომელიც საბედნიეროდ არ ჭრის, და ვიკამათოთ საქმეზე, ეს მისასალმებელი იქნება, თუმცა ამის მოლოდინი არ გვაქვს.

წინასაარჩევნო ბანერებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის ელენე ხოშტარია და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია სხვადასხვა საარჩევნო ნომრით არიან წარმოდგენილები.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება