Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ადვოკატები პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართვას გამორიცხავენ, საქმე შვეიცარიის იმიჯს ეხება და ელჩის განმარტება სწორედ ამიტომ არის აუცილებელი

მარშალ პრესი 19/08/2022
გია გაბრიჭიძე

„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ კრედიტ სუისი, რომელიც ფაქტობრივად შვეიცარიული სტაბილურობის სახედ ითვლებოდა, ჩვეულებრივ კრიმინალად გადაიქცეოდა და არა მხოლოდ თავის კლიენტთან მიმართებაში ჩამოშლიდა შვეიცარიული საბანკო სისტემის მრავალსაუკუნოვან იმიჯს, არამედ თავად შვეიცარიის მედიასა და სახელმწიფოს დემოკრატიულ სახეს შეუქმნიდა საფრთხეს“- ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე კინორეჟისორი გოგა ხაინდრავას დღეს გამართულ პრესკონფერენციას.

მისი თმით მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ადვოკატები პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართვას გამორიცხავენ, საქმე შვეიცარიის იმიჯს ეხება და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ელჩის განმარტება.

„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ შვეიცარიული ბანკი კრედიტ სუისი, რომელიც ფაქტობრივად შვეიცარიული სტაბილურობის სახედ ითვლებოდა, ჩვეულებრივ კრიმინალად გადაიქცეოდა და არა მხოლოდ თავის კლიენტთან მიმართებაში ჩამოშლიდა შვეიცარიული საბანკო სისტემის მრავალსაუკუნოვან იმიჯს, არამედ თავად შვეიცარიის მედიასა და სახელმწიფოს დემოკრატიულ სახეს შეუქმნიდა საფრთხეს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ რამდენიმე კვირის წინ ნათქვამ ფრაზას „შვეიცარია, რომელიც მუდამ ითვლებოდა თავისუფალი სამყაროს ოაზისად, რომელიც ფაშისტების ბოგინის პერიოდშიც როგორც საბანკო სისტემის, ასევე თავისუფალი სიტყვის ხელშეუხებლობის გარანტს წარმოადგენდა, დღეს ბინძური პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდა. კრედიტ სუისის დანაშაული, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ არ არის მიმართული, აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს პირველ რიგში სწორედ დასავლურ მედიაში, რათა გადასახადის გადამხდელებმა გაიგონ რასთან აქვთ საქმე“.
ჩვენმა „ოპოზიციამ“ ამ ორიოდ დღის წინ მოითხოვა, რომ შვეიცარიის ელჩმა უნდა გააკეთოს განმარტება, თუ რა ხდება ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში.
ცხადია ოპოებს სხვა მუცლის გვრემა აქვთ. ისინი როგორც ყოველთვის ფანტაზიებში არიან და ჰგონიათ, რომ შვეიცარიის ელჩი ზოგიერთი მისი კოლეგის მსგავს აბსურდს ილაპარაკებს, მაგრამ ეს სხვა თემაა. მოთხოვნა კი კარგია.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ადვოკატები პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართვას გამორიცხავენ, საქმე შვეიცარიის იმიჯს ეხება და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი სწორედაც ელჩის განმარტება რათა პასუხი გაეცეს როგორც შვეიცარიის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც აშკარა წინააღმდეგობაშია ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, ასევე შვეიცარიული მედიის მხრიდან ამ თემის დაბლოკვას“- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: Credit Suisse ყაჩაღების ბუნაგად გადაიქცა და ბანკის არანაირი სახე აღარ გააჩნია – გოგა ხაინდრავა
Next: გამოვიდეს შვეიცარიის ელჩი და აგვიხსნას, რა ხდება ბიძინა ივანიშვილის თავს, ეს ხომ მისი პირდაპირი მოვალეობაა, ურთიერთობების დალაგება და შეკითხვებზე პასუხის გაცემა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025