აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი თბილისში გადმოასვენეს

106
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 2 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე.

სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში 13 აგვისტოს, 17:00 საათიდან და 14 აგვისტოს 11:00 საათიდან 14:00 საათამდე.

იდენტიფიცირებულთაგან 1 ნეშტის სამხედრო პატივით დაკრძალვა 14 აგვისტოს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე შედგება.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება