მიხეილ სარჯველაძე – დაველოდოთ, პარტია „საქართველოსთვის“ მიერ დასაბუთებას და შემდეგ შეგვიძლია, სერიოზულად ვისაუბროთ

334
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თვითონვე თქვა ქალბატონმა ნათიამ, დოკუმენტაციას წარმოვადგენ და დავასაბუთებო, დაველოდოთ ამ დასაბუთებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

„რომ დასაბუთდება, შემდეგ შეგვიძლია, ამაზე სერიოზულად ვისაუბროთ. მანამდე კი უნდა ვთქვათ, რომ ასეთი მეთოდით არც არასდროს უმუშავია „ქართულ ოცნებას“ და ბუნებრივია, არც მომავალში აპირებს. რაც ყველაზე მთავარია, ეს პოლიტიკური მოძრაობა არ არის ისეთი მასშტაბის, გაქანების, რომ ასეთ ქმედებებს ან ასეთ დამოკიდებულებებს ჩვენი მხრიდან მერკანტილურადაც კი რაიმე აზრი და გამართლება ჰქონდეს. ვფიქრობ, ამით რაღაცნაირად ყურადღების მიქცევას ცდილობენ, ირგებენ რა მსხვერპლის მანტიას და ვარაუდობენ, რომ ერთგვარ თანაგრძნობას მოიპოვებენ საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, გორის ერთ-ერთი პოლიციელთან დაკავშირებით სარჯველაძე აცხადებს, რომ ბევრი შემთხვევა სხვაგვარად წარმოჩნდება ხოლმე.

რეალურად, აღმოჩნდება ხოლმე ცოტა განსხვავებული ვითარება, ამას ყველაფერს შესწავლა და დასაბუთება სჭირდება“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება