ნიკოლოზ სამხარაძე NDI-ის კვლევის შედეგებზე – არ მგონია, საქართველოს მოსახლეობის ნახევარი იყოს, ვინც აცრაზე უარს ამბობს, მგონი, ციფრი ცოტა გაბერილია

124
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

არ მგონია, საქართველოს მოსახლეობის ნახევარი იყოს, ვინც აცრაზე უარს ამბობს – მგონი, ციფრი ცოტა გაბერილია, – ასე აფასებს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე აცრასთან დაკავშირებით NDI-ის კვლევის შედეგებს.

“ამის მიუხედავად მთელ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა იმისთვის, რომ გადავარჩინოით მშობლები, მეგობრები, ახლობლები და ნათესავები სიკვდილისგან. კვლევებით დადასტურებულია, რომ ვაქცინილებულ ადამიანებში სიკვდილიანობის შემთხვევა არის უკიდურესად დაბალი“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრებოდა, ხოლო 35% აიცრებოდა. გამოკითხულთა 7% აცხადებს, რომ უკვე აიცრა, 11% კი აცხადებს, რომ არ იცის. რაც შეეხება კითხვას, რატომ არ აიცრებოდით, გამოკითხულთა 47% აცხადებს, რომ არ ენდობა კორონავირუსის ვაქცინის ხარისხს, 20% აცხადებს, რომ ვერ აიცრება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზის გამო, 13% აცხადებს, რომ ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდებიან კორონავირუსის პანდემიას, გამოკითხულთა 7% აცხადებს, რომ ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს, 2% აცხადებს, რომ ზოგადად ვაქცინაციის წინააღმდეგია.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება