ფონიჭალაში ნარკოდანაშაულზე სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი დააკავეს

164
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ფონიჭალის დასახლებაში ამ წუთებში საპოლიციო ღონისძიება ტარდება, – ამის შესახებ Imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიზნით ხორციელდება. შედეგებთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გავრცელდება და დეტალები საზოგადოებას ეცნობება.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე პირია დაკავებული.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება