Skip to content
14/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია, მისი დანაყოფები პოლარიზაციის დასრულებას შენობებში შევარდნით და იქიდან ხალხის წიხლებით გამოყრით აპირებენ

მარშალ პრესი 18/08/2022
ლადო ბოჟაძე

20 ივნისს პარლამენტის შტურმის ორგანიზატორები რომ დაუსჯელი დარჩნენ და ამერიკის კონგრესზე შტურმის ორგანიზატორებისგან განსხვავებით თავისუფლებაზე არიან, ალბათ სწორედ ეს ფაქტი აგულიანებს რადიკალებს (ასეთი მოწოდებები კანონით დასჯადია). ყველა დონის არჩევნებზე 2012 წლიდან მუდამ დამარცხებული ოპოზიცია იმედებს ვერც 2024 წლის არჩევნებზე ამყარებს და ზოგადად, არჩევნების გზა არ მიაჩნიათ ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთ საშუალებად, მათთვის შანსი მხოლოდ ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციაა! – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას.

„ამ რადიკალებს და რევოლუციონერებს რომ ჰკითხოთ პროდასავლურები არიან, ხალხის ნება და კანონის უზენაესობა მათთვის უმთავრესი პრინციპი და ღირებულებაა, თუმცა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად მხოლოდ კონსტიტუციის, კანონის და ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას, ქაოსს და არეულობას აანონსებენ! არასდროს მოხდება საქართველოში არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუცია, არასდროს! ვერასდროს დაბრუნდებით ხელისუფლებაში ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმი, ომისა და ღალატის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, ვერასდროს! „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას!“ – წერს ბოჟაძე facebook-ზე.

Continue Reading

Previous: თუ დაპირისპირების გზა გადის იმაზე, რომ შენობიდან გამოაგდო ვიღაც, ეს შენობა იმ ხალხისაა, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი და რა პრობლემაა, რომ შევიდნენ და იქიდან წიხლებით გამოყარონ
Next: თავის გამოჩენა გინდა შენნაირების წინაშე. თორემ, შენი “კამუფლაჟისა და ავტომატის” ყველა ნაოჭი რუსმა ჯარისკაცებმა სულ ზეპირად იციან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025