კოვიდინფიცირებული პირებისთვის ახალი პორტალი ამოქმედდა

192
წაკითხვა/ნახვა
mpn

კოვიდ ინფიცირებულთათვის ახალი პორტალი https://er.moh.gov.ge/ ამოქმედდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19, შესაძლებლობა აქვთ, პორტალზე დარეგისტრირდნენ. მიღებული ინფორმაცია 112-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისთვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.

„აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთოების მართვის ცენტრი 112-ის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.

ახალი პორტალის დანერგვის მიზანს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა და 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

კომენტარები
mpn
მოწონება