ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ მათთან მოთავსებული, ოკუპირებულ გალში ავტოავარიისას დაშავებული 9 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა

216
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებულია 9 წლის გოგონა, რომელსაც ოკუპირებული გალის რაიონში ავტომობილი დაეჯახა. გოგონა კლინიკაში გუშინ გადმოიყვანეს.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გოგონას აქვს ქალა-ტვინის ტრავმა, ქალა-ფუძის მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ღვიძლის ტრავმული დაზიანება. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია სასიცოცხლო ჩვენებით.

9 წლის გოგონას ოკუპირებულ გალში ავტომობილი გუშინ დაეჯახა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება