Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კელი დეგნანმა კარგად უნდა იცოდეს, რომ მისივე ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს პარლამენტზე შტურმი სახელმწიფო დაწესებულებაზე შტურმად შეაფასა

მარშალ პრესი 17/08/2022
გიორგი ცაგარეიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, კელი დეგნანმა კარგად უნდა იცოდეს, რომ მისივე ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს პარლამენტზე შტურმი სახელმწიფო დაწესებულებაზე შტურმად შეაფასა.

„ზუსტად ვიცი, საიდან დაიწყო პოლარიზაცია ამ ქვეყანაში, რა ერქვა მას და ვინ იყვნენ პოლარიზაციის მთავარი აქტორები, ვინ აკავებდა ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით – ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“. დღეს ამას ჰქვია რადიკალური ოპოზიცია – „ნაცმოძრაობაზე“ ტკიპებივით მიკრული წვრილფეხობა, რომელიც ყველაფერს იმისთვის, რომ რადიკალიზაცია გაღრმავდეს საზოგადოებაში. ამაზე პირდაპირ უნდა ვისაუბროთ, ამიტომ ცოტა ყურისმომჭრელი იყო, როცა ე.წ. გავრილოვის ღამეზე იყო საუბარი. ვინ და ქალბატონმა ელჩმა კარგად უნდა იცოდეს, რომ მისივე ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს პარლამენტზე შტურმი სახელმწიფო დაწესებულებაზე შტურმად შეაფასა“, – აცხადებს ცაგარეიშვილი.

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოში არსებული პოლარიზაციის ერთ-ერთ მიზეზად „გავრილოვის ღამეს” ასახელებს.

Post navigation

Previous: იქნებ უკვე საქმე გვაქვს ელჩის პირად ჭმუნვებთან, სუბიექტურ განწყობებთან, ემოციებთან, ურთიერთობებთან?
Next: შევახსენებ ქალბატონ დეგნანს, რომ „გავრილოვის ღამე“ და ძალადობრივი აქტი ჩაიდინეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და მისმა მხარდამჭერებმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.