Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა

მარშალ პრესი 17/08/2022
298036908_478988540269871_318798988749340520_n

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკო.

,,დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა. ზაზა დამენია არის ვაჟკაცობის, გმირობისა და თავგანწირვის ნამდვილი მაგალითი. ჩვენ მუდამ გვემახსოვრება გმირები, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობისა და მთლიანობისათვის ბრძოლას შესწირეს თავი“- აღნიშნა გიორგი ურუშაძემ. კაპრალი ზაზა დამენია ვაზიანის მეთერთმეტე მექანიზებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში მსახურობდა. იგი 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის მისადგომებთან ბრძოლაში დაიღუპა.

ზაზა დამენიას „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“ ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა.

Continue Reading

Previous: ორი წლის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტი ინსტიტუტებზე თავდასხმად აღიქვამდა და დღეს “გავრილოვის ღამე” გახდა ქალბატონო ელჩო?
Next: კელი დეგნანი უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსით საუბრობს, რაც ძალიან სამწუხაროა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025