Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამერიკის ელჩი აცდენილია საკუთარი სახელმწიფოს მკაფიო პოზიციას, ის 20 ივნისის მოვლენებზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ენით, რაც დიდი შეცდომაა

მარშალ პრესი 17/08/2022
თამთა მეგრელიშვილი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ძალადობრივ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში პრინციპში მხილებულ იქნენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები.

ამ მოვლენებიდან წლები გავიდა და დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას აცდენილი ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი ქართველ ხალხს სულ სხვა პოლიტიკური ნარატივით მოძღვრავს – წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი კელი დეგნანის განცხადების შესახებ. მისი თქმით მის განცხადებაში ბევრი პოლიტიკური უზუსტობაა. განსაკუთრებით საყურადღებოა ელჩის მიერ 20 ივნისის მოვლენებისათვის სახელის გადარქმევა და “ნაციონალური მოძრაობის” მსგავსად მათი პოლიტიკური ინსტრუქტაჟით გავრილოვის ღამედ აღქმა.

„შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშში, შემაჯამებელ ნაწილში მოხვდა 20 ივნისის ღამე – (2019 წლის 20 ივნისს საქართველოს მოქალაქეებმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იხილეს რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი , სერგეი გავრილოვი). ომის პარტიის მიერ ამ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციით აღელვებული ხალხი ქუჩაში გამოვიდა და გავრილოვს თბილისი დაატოვებინეს. მაშინ სრული პასუხისმგებლობა მათ შორის, ყველა ხელქვეითის ქმედებაზეც საკუთარ თავზე აიღო მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით საბოლოოდ 20 ივნისის მოვლენები შეფასდა, როგორც თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტზე. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ძალადობრივ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში პრინციპში მხილებულ იქნენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები (კადრებიდან ბევრი რამ გამოიკვეთა). ამ მოვლენებიდან წლები გავიდა და დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას აცდენილი ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი ქართველ ხალხს სულ სხვა პოლიტიკური ნარატივით მოძღვრავს – “მე ვთავაზობ ქართველ ხალხს გაიხედოს წარსულში და დაინახოს, საიდან მოვიდა ეს პოლარიზაცია. გავრილოვის ღამე, არშესრულებული დაპირებები, არადემოკრატიული ქმედებები სწორედ აქედან მოდის პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან”. მის განცხადებაში ბევრი პოლიტიკური უზუსტობაა. განსაკუთრებით საყურადღებოა ელჩის მიერ 20 ივნისის მოვლენებისათვის სახელის გადარქმევა და “ნაციონალური მოძრაობის” მსგავსად მათი პოლიტიკური ინსტრუქტაჟით გავრილოვის ღამედ აღქმა. ამერიკის ელჩი აცდენილია საკუთარი სახელმწიფოს მკაფიო პოზიციას, ის 20 ივნისის მოვლენებზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ენით, რაც დიდი შეცდომაა. არ ვიცი ვინ ავალებს ან რატომ ივალებს ქალბატონი კელი დეგნანი “ამდენს” მაგრამ ფაქტია, მის მიერ წახალისებული პოლიტიკური არაერთი უზუსტობანი ქართველი ხალხის მიერ უკვე “ნანახი ფილმის ხელმეორედ ყურებას გავს” – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: კაპიტოლიუმში პრეზიდენტ ტრამპის ზოგიერთ მომხრეთა შეჭრას “ტრამპის ღამე თუ დღე” რომ დაერქვას? მაგრამ ამგვარ შეფასებას არცერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი იკადრებს არც საქართველოს და არც სხვა დემოკრატიული ქვეყნებიდან
Next: ელჩი დეგნანი ნაცების ნარატივებით და მესიჯებით საუბრობს, როდესაც “გავრილოვის ღამეს” იყენებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025