Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საეჭვოა სახელმწიფო დეპარტამენტს მსგავსი პოზიცია ჰქონდეს, რადგანაც ის არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რაც სრულად ეწინააღმდეგება ელჩის განცხადებებს და ქმედებებს

მარშალ პრესი 17/08/2022
გია გაბრიჭიძე

„საზოგადოებას უჩნდება სავსებით ლეგიტიმური შეკითხვა – ელჩის ასეთი პოზიცია, ანუ აგრესიული ლიბერალიზმის მხარდაჭერა, ნაციონალური მოძრაობისადმი და ყველაზე არაპოპულარული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მისი ლობისტური დამოკიდებულება, ე.წ. კრიტიკული ტელევიზიებისადმი მისი „სიყვარული“, სასამართლო სისტემაში უგვანო რეკომენდაციები მისი პირადი ინიციატივაა, თუ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკა?“– წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე კელი დეგნანის განცხადების შესახებ.

მისი თქმით ამ გაორებულ დამოკიდებულებაზე პასუხები აუცილებლად მისაღებია.

„ამ ბოლო პერიოდში ხდება აშშ საელჩოსა და კონკრეტულად ელჩის ქ-ონი კელი დეგნანის მხილება საქართველოსთან მიმართებაში სხვადასხვა არაკორექტულ ქმედებებში (საკმაოდ რბილი ნათქვამია). საზოგადოებას უჩნდება სავსებით ლეგიტიმური შეკითხვა – ელჩის ასეთი პოზიცია, ანუ აგრესიული ლიბერალიზმის მხარდაჭერა, ნაციონალური მოძრაობისადმი და ყველაზე არაპოპულარული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მისი ლობისტური დამოკიდებულება, ე.წ. კრიტიკული ტელევიზიებისადმი მისი „სიყვარული“, სასამართლო სისტემაში უგვანო რეკომენდაციები მისი პირადი ინიციატივაა, თუ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკა? ძალიან საეჭვოა სახელმწიფო დეპარტამენტს მსგავსი პოზიცია ჰქონდეს, რადგანაც ის არის სახელმწიფო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი მკაფიოდ დაფიქსირებული სრული მხარდაჭერის პოლიტიკით, რაც სრულად ეწინააღმდეგება ელჩის განცხადებებს და ქმედებებს. თუნდაც 20 ივნისის ცნობილი მოვლენების შეფასების დროს სახელმწიფო დეპარტამენტი აფიქსირებს, რომ ეს იყო თავდასხმა ინსტიტუტზე, პარლამენტზე. ქალბატონი დეგნანი კი ამ მოვლენას ნაცების ტერმინს „გავრილოვის ღამეს“ უწოდებს. მოკლედ რომ ვთქვა ამ გაორებულ დამოკიდებულებაზე პასუხები აუცილებლად მისაღებია. პასუხები არა რომელიმე „გავლენიანი არასამთავრობოს“, ან „კრიტიკული“ მედიის ვითომ ექსპერტის მხრიდან, არამედ ამ საკითხში კომპეტენტური პირის, ან შესაბამისი წარმომადგენლის მხრიდან“– წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: საელჩოს სახელით ხელისუფლებისადმი მიმართვის მბრძანებლური ტონი არაფრით ჯდება დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში – ნანა კაკაბაძე
Next: დიდი ამბებია ვითომდაც კეთილმოსურნე მეგობრებისგან ატეხილი ქვეყანაში არსებულ ე.წ. პოლარიზაციაზე, არადა მის შექმნაში ამ პატივცემულებს ლომის წვლილი აქვთ შეტანილი!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025