Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“მთავარი არხი” მათი თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 17/08/2022
მთავარი-არხი-640x371

“მთავარი არხი” განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება მათი თანამშრომლის, ლაშა ნაკაიძის დაკავებას, რომელსაც სამართალდამცველები სექსუალურ ძალადობას ედავებიან:

“მთავარი არხი” გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.

2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად “მთავარი არხის” ერთერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.

ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, “მთავარი არხი” ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას” | აღნიშნულია განცხადებაში.

ლაშა ნაკაიძე “მთავარი არხი”-ს დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი იყო.

Post navigation

Previous: დღეს იმაზე რთულია ვითარება, ვიდრე ეს გარედან ჩანს ან ჩვენს განცხადებებში იკითხება
Next: სამწუხარო რეალობაა, როდესაც ხედავ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სასამართლო სისტემაში არათუ ჩარევას, არამედ ზეგავლენის მოპოვებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.