Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სასამართლოს, როგორც ქვეყნის სუვერენულობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხელყოფა ნიშნავს, რომ უხეშად ერევიან საქართველოს სუვერენიტეტში, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს

მარშალ პრესი 16/08/2022
გიორგი ღამბაშიძე

სასამართლოს, როგორც ქვეყნის სუვერენულობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხელყოფა ნიშნავს, რომ უხეშად ერევიან საქართველოს სუვერენიტეტში, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი“ გიორგი ღამბაშიძე.

მისი თქმით, ამერიკის საელჩო კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს იცავს და ამ ჯგუფის წარმომადგენლებს ლობირებს.

ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო რეფორმას ხელისუფლების მიმართ რადიკალურად განწყობილი პოლიტიკური სპექტრი თუ სამოქალაქო სექტორი აფასებს როგორც „კლანურ მმართველობას“. ამ პროცესის პარალელურად, ამერიკის საელჩო სწორედ კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს იცავს და ამ ჯგუფის წარმომადგენლებს ლობირებს. მათ მიერ ამ პროცესის განხორციელებას არ ჰქვია „კლანური მმართველობის“ წახალისება და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა?? სხვა რა უნდა ვუწოდოთ მოსამართლე ნინო ბაქაქურის, იმ მოსამართლის ლობირებას, რომელსაც ბოლო წლებში 560 დარღვევა აქვს?!

სუვერენული ქვეყნის ფუნდამენტური ინსტიტუტი არ არის სასამართლო? ასეთი ჩარევა პირდაპირი ხელყოფა არ არის ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობის?!
ასე არ გამოვა! სასამართლოს, როგორც ქვეყნის სუვერენულობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხელყოფა ნიშნავს, რომ უხეშად ერევიან საქართველოს სუვერენიტეტში, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს!!!“ – წერს გიორგი ღამბაშიძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: ამ საკითხზე შეიძლება სერიოზული შეშფოთება არც ყოფილიყო, საქმე რომ არ ეხებოდეს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ცალკეულ წარმომადგენელთა უღირს ქცევას და ქმედებებს
Next: ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ის ვერ დანიშნავს მოსამართლეებს. სასამართლოში მსგავსი ჩარევა შეუძლებელია – სოზარ სუბარი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025