IMG.GE IMG.GE

ოპოზიციის ნაწილს სავალალო შედეგები დაუდგება. ძალიან ბევრისთვის შეიძლება ეს უკანასკნელი არჩევნებიც აღმოჩნდეს და მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში საერთოდ აღარ იყოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„აღნიშვნის ღირსი არის ის, რომ ზუსტად და მკაფიოდ გამოვყოთ ვის რა მიზანი აქვს, ვინ როგორ იღებს პასუხისმგებლობას და ვინ ავლენს უპრინციპობას და ვინ არის უპრინციპო. ოპოზიციის ასეთი გაერთიანება ყოველთვის მოკლებულია პრინციპულ სიჯანსაღეს. ოპოზიციურ ერთობას მე ამას ვერ დავარქმევ, რადგან ეს ერთობა კონკრეტული სარგებლიდან გამომდინარეა. მათი მიზანი არჩევნები არასდროს ყოფილა. ამაზე პასუხი მარტივია – მათ არჩევნებში წარმატების იმედი არც ჰქონიათ და არც ახლა აქვთ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE