Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

2012 წლამდე, არა თუ წახალისება არ იყო საერთოდ მევენახეობა-მეღვინეობის, არამედ, პირდაპირ მთავრობა იყო უხეშად ჩარეული და ჩვენს მევენახეებს სთხოვდნენ ვენახების გაჩეხვას და მეორე – ყურძნის არ ჩაბარებას

მარშალ პრესი 15/08/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა ჩვენს მოქალაქეებს შევახსენო, რომ ძალიან მალე დაიწყება რთველი. ზოგადად, მევენახეობა-მეღვინეობა ეს არის სტრატეგიული დარგი ჩვენი ქვეყნის და ჩვენმა ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან გამოაცხადა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სწორედ მევენახეობა-მეღვინეობის დარგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2012 წლამდე, არა თუ წახალისება არ იყო საერთოდ მევენახეობა-მეღვინეობის, არამედ, პირდაპირ მთავრობა იყო უხეშად ჩარეული და მევენახეებს სთხოვდნენ ვენახების გაჩეხვას და მეორე – ყურძნის არ ჩაბარებას.

„სწორედ ჩვენი მხრიდან სწორი ნაბიჯების გადადგმამ, ეფექტური და ხელშესახები ნაბიჯების გადადგმამ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. შედარებისთვის, გახსოვთ ალბათ, რომ 2012 წლამდე, არა თუ წახალისება არ იყო საერთოდ მევენახეობა-მეღვინეობის, არამედ, პირდაპირ მთავრობა იყო უხეშად ჩარეული და ჩვენს მევენახეებს სთხოვდნენ ვენახების გაჩეხვას და მეორე – ყურძნის არ ჩაბარებას, იქამდე მიჰყავდათ მდგომარეობა, რომ პრაქტიკულად აზრს კარგავდა ყურძნის ჩაბარება, იმდენად გართულებული იყო ზოგადად პროცესი და სიტუაცია, პირდაპირ ზეწოლის ქვეშ იყვნენ მევენახეები, ამის არაერთი მაგალითი ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად. ასევე, შეგახსენებთ მაგალითისთვის, თუ რამდენიმე ათეული კომპანია იყო მევენახეობა-მეღვინეობაში, დაახლოებით 30 კომპანია, წელს არის მინიმუმ 300 კომპანიაზე მეტი და მათი წლიური შემოსავლები შეადგენს ასეულობით მილიონ დოლარს. რა თქმა უნდა, ამ დარგში ჩართული არის დაახლოებით 25 000-მდე მევენახე. ეს ნიშნავს მათი ოჯახების გაძლიერებას, მეტ შემოსავალს, მეტ კეთილდღეობას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Continue Reading

Previous: იმედი მაქვს, ქალბატონი ბაქაქური პასუხს გასცემს ლეგიტიმურ კითხვებს, თუ რატომ ელოდებიან ადამიანები წლობით თავიანთი საქმეების განხილვასა და ვერდიქტს
Next: ვუსამძიმრებ ჩვენს სომეხ მეგობრებს, ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებისა და ახლობლებისადმი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025